|
2019-04-01 17:55:11, 1374 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდა
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და დავით ჭიჭინაძე ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. დეპუტატებმა ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს გააცნეს საკუთარი მოსაზრებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ როგორც უმრავლესობის, ასევე პარლამენტის 13 წევრის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე. „ვისაუბრეთ ორივე პროექტზე. მე ავუხსენი მათ რატომ მიმაჩნია, რომ ირაკლი კობახიძის მომზადებული პროექტი საფრთხეს შეიცავს. მოსამართლეთა შერჩევის კონკურსი რეალურად არის ჩაკეტილი და მხოლოდ მოქმედი მოსამართლეებისთვის არის შესაძლებელი მასში მონაწილეობა და სასამართლო ხელისუფლებაში გარედან ვერავინ შემოვა ამ ვერსიით. კენჭისყრის ეს მოდელი - ხუთდონიანი ფილტრი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად უნდა დაიჩეხოს სია პარლამენტისთვის, რაც არის ცუდი ვერსია. ვესაუბრეთ, მათ შორის, ინფორმაციის გასაიდუმლოებაზე - კანდიდატებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია პარლამენტში, პრაქტიკულად, არ მოვა ამ მოდელით. ჩვენ ვერსიაზეც ძალიან დეტალურად ვისაუბრე. გრძელი სიის პრინციპი, რაც ჩვენ მოდელშია, ემსახურება იმას, რომ პარლამენტს რაც შეიძლება მეტი კარგი კანდიდატი წარედგინოს, რომ მეტი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს. იუსტიციის საბჭოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება რჩება - ის კონკურსს ატარებს, შეარჩევს და გადმოაგზავნის კანდიდატებს, მაგრამ არანაკლებ ერთ ვაკანტურ პოზიციაზე სამი მოსამართლის კანდიდატურას, რომ მეტი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს პარლამენტს. ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ არის კარგი გამოცდილების მოდელები ევროპულ ქვეყნებში და ირაკლი კობახიძის ვერსია დაიწერა ექსკლუზიურად მხოლოდ ამ პროცესისთვის, რაც არ არის კარგი", - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)