2019-04-01 17:21:45, 1110 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქმა გეგა გეგეშიძე, ჭიდაობის ფედერაცია და ეროვნული ნაკრები დალოცა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, ჭიდაობის ეროვნული ნაკრები და მისი პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დალოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს ვებ-გვერდი ავრცელებს.
საპატრიარქოში შეხვედრის ამსახველი ფოტოები საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
„დღეს ჩვენთან დასალოცად მობრძანებულები არიან და ილოცება საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, ჭიდაობის ეროვნული ნაკრები და მისი პრეზიდენტი ბ-ნი გეგა გეგეშიძე. დალოცვილი და გამარჯვებული იყავით“, - განაცხადა ილია მეორემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან