20:00 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 15:40:04, 1101 ნახვა

საზოგადოება
კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას მხარი დაუჭირა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ინიციატივას მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.

როგორც კენჭისყრამდე კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა აღნიშნა, მეორე მოსმენამდე, განათლების სამინისტროსთან, UNICEF-ის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლეთან ერთად, კანონპროექტის თაობაზე დამატებითი შეხვედრა გაიმართება.

„ვფიქრობ, ძალიან ხშირად ქვეყნის დონეზე ხდება არასწორი ინტერპრეტაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტების მიერ განსაზღვრული მოთხოვნების. ძალიან ხშირად ჩვენ ზედმეტად მკაცრად ვუდგებით საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს, მაშინ, როდესაც პირიქით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტები, პაქტები და ა.შ. საკმაოდ ვრცელ თავისუფლებას ანიჭებს სახელმწიფოებს, რომ საკუთარი სუვერენული უფლება გამოიყენონ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ ყოველთვის გვრჩება სივრცე დისკუსიის და ადგილობრივ კონტექსტთან მიმართებით შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტის ადაპტირებისა და ვთქვათ რატიფიცირების პროცესში.

მე გთავაზობთ შემდეგ წინადადებას: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წარმოგვიდგინა საკუთარი კომენტარები აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლებიც სწორედ უსვამს ხაზს, რომ ერთის მხრივ ისინი მიესალმებიან ზოგადი განათლების შესახებ კანონის მესამე მუხლის დაახლოებას ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან, მაგრამ ამასთანავე შენიშვნას გამოთქვამენ. ამდენად, ვფიქრობ, რომ ზოგადად მხარი უნდა დავუჭიროთ ამ მოცემულობას, რომ ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან უფრო შესაბამისი გახდეს ზოგადი განათლების შესახებ კანონი. ეს კონცეფციისა და პრინციპების დონეზე. თუმცა მეორე მოსმენამდე ჩავატაროთ დამატებითი განხილვა განათლების სამინისტროსთან, UNICEF-ის წარმომადგენლობასთან, სახალხო დამცველის აპარატთან და თუ იქნება კონკრეტულ ტერმინებზე საუბარი, დეფინიციები, შესაბამისი ტერმინები შევიყვანოთ საბოლოო რედაქციაში“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ცნობისთვის, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღების ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილს და დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ეკუთვნით. კანონპროექტში ნათქვამია, რომ მოქმედი კანონის მე-3 მუხლი, რომელიც ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

უფრო კონკრეტულად, მოქმედ კანონში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია: „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

რაც შეეხება მარგველაშვილისა და ქანთარიას ინიციატივას, ისინი ჩანაწერის შემდეგი რედაქციით შეცვლას ითხოვენ: „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics