23:52 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-31 12:38:36, 1266 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დარწუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკა, რომ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას არ დაელოდა - უსაფუძვლოა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება, ინიცირება და ამის შემდეგ ვენეციის კომისიაში გადაგზავნა - ჩვეულებრივი პრაქტიკაა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ კომისიის დასკვნა დადებითი იქნება, რადგან, მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და ადგენს უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას.

„ვენეციის კომისიას გავაცნობთ იმ პროექტს, რომელიც არის მომზადებული ჩვენს მიერ. რაც შეეხება კრიტიკას, კრიტიკა არის უსაფუძვლო გამომდინარე იქიდან, რომ არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ის, რომ ჯერ ხდება კანონპროექტის მომზადება, ინიცირება და ამის შემდეგ ეგზავნება ეს ვენეციის კომისიას. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენ გვაქვს დრო მეორე მოსმენამდე იმისათვის, რომ დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ უკვე იქნება საბოლოოდ მეორე მოსმენით მიღებული ჩვენი კანონპროექტი. ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს,  ასე ვთქვათ, პოზიციას ვენეციის კომისიას და დარწუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი. ამ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა მარტივი რამ, კერძოდ, ის, რომ კანონპროექტი ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას და უფრო მეტიც, ის ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics