23:52 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-31 12:23:50, 1390 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობის აღდგენა

ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. მე, ისევე როგორც ჩემი მეგობრები, ქედს ვიხრით მისი ნათელი ხსოვნის წინაშე, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ გამოფენაზე განაცხადა.

პირველი პრეზიდენტის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას ფოტოები, თარგმანები და პირველი პრეზიდენტის შესახებ გამოცემული წიგნები გამოიფინა.

„დღეს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მისი ღვაწლი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არის სრულიად განსაკუთრებული. საქართველოს ფოსტას დაევალა და გამოვუშვით საიუბილეო მარკა. რა თქმა უნდა, ფაქტი, რომ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ გამოუძიებელია, ეს არის ნამდვილად დიდი სირცხვილი და ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილია ასევე ზვიად გამსახურდიას ხუთტომეული, სერიიდან „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები". გაიმართა ასევე საფოსტო მარკის წარდგენა, რომელიც საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოსცა.

პრემიერ-მინისტრმა გამოფენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და თბილისის მერთან ერთად დაათვალიერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics