|
2019-03-30 12:16:38, 1384 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ UNICEF-ის წარმომადგენლებს ე.წ. მუყაოს ქალაქში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობა გააცნო
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით აჭარაში დაიწყო ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების პროგრამა. პროექტის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეცნო და UNICEF-ის წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძემ UNICEF ის წარმომადგენლებს გააცნო ე.წ ,,მუყაოს ქალაქში'' მცხოვრები ბავშვების მდგომარეობა. შეხვედრაზე განიხილეს მათი სოციალური ინკლუზიისა და უთანასწორობის მაქსიმალური დაძლევის შესაძლებლობები. გაეროს ბავშვთა ფონდმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკვე შეიძინა 107 ცალი პლანშეტი, რომლებიც საპილოტე პროგრამის ფარგლებში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. საპილოტე რაიონების სოფლების ექიმებმა და ექთნებმა გაიარეს გადამზადება ბავშვთა განვითარების საკითხებზე. ამ ეტაპზე სულ გადამზადდა 120 პროფესიონალი. პროგრამის მიზანია უზრუნველყოს 0-დან 6 წლამდე ბავშვის ზრდა განვითარების ზედამხედველობა. გაეროს ბავშვთა ფონდი 20 წელზე მეტია ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რათა დაიცვან ბავშვები სიღარიბისაგან, ჩაგვრისა და ძალადობისაგან და ოჯახური მზრუნველობის გარეშე დარჩენისგან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)