23:52 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 17:11:27, 1384 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე ჭიაბერაშვილს -ხალხს კი ატყუებთ, მაგრამ თქვენ გისმენენ პროფესიონალი დემოგრაფებიც

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს და ოპონენტს სიცრუეში ადანაშაულებს. მისი თქმით, დემოგრაფიული პრობლემების გამწვავება ქვეყანაში იმ დემოგრაფიული თაობის შედეგია, რომლებიც 90-იან წლებში განახევრებული რაოდენობით დაიბადნენ. იმ წლებში მხოლოდ დაბადებულ გოგონათა რაოდენობა 250 000-ით შემცირდა.  დღეს სწორედ  ეს თაობა შედის რეპროდუქციულ ასაკში.

„გასაგებია ის, რომ ჩვენს ოპონენტებს წინასაარჩევნოდ სჭირდებათ ეროვნული თემები  ხალხის გულის მოსაგებად, მაგრამ  ამისთვის ტყუილი არ არის საჭირო. პრობლემა იმდენად დიდია, რომ ბოლო 6 წლის მანძილზე ჩვენს მიერ დემოგრაფიული კუთხით გაკეთებული საქმეებიც კი არ არის საკმარისი. დიახ, გაეროს მიერ 2010 წელს გაკეთებული პროგნოზი რეალურია და ეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს თავის დროზე უნდა გაეგოთ. იმის მაგივრად, რომ ქვეყანას ბოდიში მოუხადონ თავიანთი უმოქმედობის გამო, ამ პრობლემებში ჩვენ გვადანაშაულებენ.

გაერომ სწორედ მათ მისცა რეკომენდაცია, რომ სასწრაფოდ განეხორციელებინათ დემოგრაფიული პოლიტიკა, სხვა შემთხვევაში დემოგრაფიული კრიზისი გარდაუვალი იყო.  მათ არაფერი გააკეთეს, ჩვენ კი მოსვლის პირველივე დღეებიდანვე დავიწყეთ სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. პირველი ხელისუფლება ვართ, ვინც ბიუჯეტიდან  მილიონობით ლარი დახარჯა მხოლოდ დემოგრაფიული მიმართულებით და გარკვეული შედეგებიც სახეზე გვაქვს: შემცირდა მოკვდაობა და აბორტების რაოდენობა, 2014-15 წლებში გაიზარდა შობადობა, თუმცა დღეს ისევ კლებაშია გარკვეული მიზეზების გამო. ამ კუთხით მუშაობას ვაგრძელებთ, მაგრამ  სამწუხაროდ, წარსულს უკან ვეღარ დავაბრუნებთ. ჩვენს მიერ დღეს განხორციელებული  ინიციატივები შედეგს მხოლოდ ერთი დემოგრაფიული თაობის, ანუ 25 წლის შემდეგ მოგვცემს. 2030 წლამდე კი შობადობის გარდაუვალი კლების რეჟიმში მოგვიწევს ცხოვრება.

ასე, რომ ამ ხნის მანძილზე  ყველა ოპონენტს მსხვილი პრობლემური თემა ექნება  ხელისუფლების ნეგატივის შესაქმნელად. ისინი მხოლოდ საუბრობენ და არაფერს აკეთებენ. ჩვენ კი ვაკეთებთ და ამაზე არ ვყვირით. მათგან განსხვავებით, ჩვენ ამ თემით პიარს არ ვიკეთებთ. ვიცით, რომ წლების შემდეგ ჩვენი ნაშრომი შედეგს  გამოიღებს, შემდგომი თაობა აუცილებლად აღიარებს, რომ „ქართული ოცნება" იყო ის პარტია, რომელმაც  სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე საფუძველი დაუდო ერის გენოფონდის გადარჩენას.

მივმართავ ჩვენს ოპონენტებს, ხალხს კი ატყუებთ, მაგრამ თქვენ გისმენენ  პროფესიონალი დემოგრაფებიც. ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics