|
2019-03-29 15:24:52, 1488 ნახვა
პოლიტიკა
„ადამიანის უფლებები არ იცი, ზრდილობა მაინც ისწავლე“ - ხოშტარია და კილაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სოციალური მუშაკების პრობლემის განხილვა მიმდინარეობდა, კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძე და „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ერთამენთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ელენე ხოშტარიას გაღიზიანება მოჰყვა სოფიო კილაძის რეპლიკას, რომელმაც კოლეგას მიმართა დემაგოგიური განცხადებები შეეწყვიტა. „წესიერად ილაპარაკე, ძალიან ბევრს გითმენს ყველა. ადამიანი არ იცი, ადამიანის უფლებები არ იცი, ზრდილობა არ იცი – ადამიანის უფლებები რომ არ გესმის, ზრდილობა მაინც ისწავლე”, - მიმართა ხოშტარიამ კილაძეს. კილაძემ კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ დემაგოგობა ელენე ხოსტარიას ჩვეული სტილია. „თქვენი პოლიტიკური ძალა არავითარ შეღავათებს არ გულისხმობდა სოციალური მუშაკებისთვის. დემაგოგობა შენი ჩვეული სტილია. ნუ გადაგყავს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში. ადამიანის უფლებებზე „ნაციოალური მოძრაობა“ რომ გველაპარაკება არის სირცხვილი“, - განაცხადა კილაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)