|
2019-03-29 13:38:13, 1693 ნახვა
რეგიონი
მტირალას ეროვნულ პარკში „თოკების პარკი“ გაიხსნა
აჭარაში ჩამოსულ ტურისტებს, ახალი ტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი” დახვდებათ, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო. თოკები პარკის პირველი ვიზიტორები ნორჩი რეინჯერები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ახალი ტურისტული პროდუქტის გახსნის ღონისძიებას დღეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი აჭარის ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძესთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ქობულეთის მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. „თოკების პარკი“ ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს წარმოადგენს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. „თოკების პარკი“ კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და მასზე 168 000 ლარი დაიხარჯა. მტირალას ეროვნული პარკი, ბათუმიდან 30 კმ-ში მდებარეობს და გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით. მტირალას ეროვნული პარკის კოლხური ტყეები ნომინირებულია იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად. პარკმა გასულ წელს 22%-ით მეტ, 57,770 ვიზიტორს უმასპინძლა.
(NS)
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)