18:36 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 13:38:33, 1332 ნახვა

საზოგადოება
სოცმუშაკი - არის რაიონები, სადაც სოცმუშაკები ფიზიკურად დაავადდნენ, წლებია შვებულებით არ უსარგებლიათ

სოციალური მუშაკებს ეყოთ კეთილსინდისიერება და სისამაცე ეღიარებინათ, რომ ამ რესურსებით, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს, შეუძლებელია მოემსახურონ ამ ქვეყანაში ყველაზე დაუცველ ადამიანებს, - ამის შესახებ სოციალურმა მუშაკმა, ქეთევან ხუციშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 სოცმუშაკმა ჩამოაყალიბა ყველა ის პრობლემა, რომელიც პრობლემას მათი საქმიანობის განხორციელებისთვის წარმოადგენს.

 „სოციალური მუშაკები არ გაფიცულან იმისთვის, რომ ისინი ითხოვენ თავიანთ პირად კომფორტს, მანქანებს, კაბინეტებს და ა.შ. ამ ადამიანებს ეყოთ კეთილსინდისიერება და ეყოთ სისამაცე ეღიარებინათ, რომ ამ რესურსებით, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს შეუძლებელია მოემსახურონ ამ ქვეყანაში ყველაზე დაუცველ ადამიანებს. სოციალური სამსახური ეს არის ხერხემალი, რომელიც თუ არ გაიმართა, ადამიანების უფლებებს ამ ქვეყანაში ვერ დავიცავთ. სოციალური მუშაკები გაიფიცნენ თავიანთი მუშაკების დასაცავად,  ზუსტად ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რამაც ამ ადამიანებს აიძულა ეს ადამიანები 5 დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყინვაში ყოფნა და გუშინ ჩემი კოლეგა მინისტრთან შეხვედრისას ამბობდა, რომ მე მესიზმრება ჩემი საქმეები და მედარდება ჩემი ბენეფიციალები. ჩვენ შიშველი ხელებით ვერ დავბრუნდებით ამ ადამაინებთან და ვერ ვეტყვით, რომ ვერც ახლა ვერ გთავაზობთ ვერაფერს, რასაც წლების განმავლობაში ვერ გთავაზობდით. თბილისის ხუთივე სოციალური მომსახურების ცენტრს სჭირდება ფსიქოლოგი და რეგიონებში უნდა იყოს მინიმუმ 2 ფსიქოლოგი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის კადრების დამატება. ერთ სოციალურ მუშაკს თვეში არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი. ასევე არის რაიონები, სადაც წლების განამვლობაში მუშაობს ერთადერთი სოციალური მუშაკი და ეს ადამიანები ფიზიკურად დაავადნენ, იმიტომ რომ წლებია ვერ სარგებლობენ კუთვნილი შვებულებით, მაგალითად ხობის წარმომადგენელი და ამ რაიონზე დღემდე არ არის გამოცხადებული ვაკანსია. ძალიან მნისვნელოვანია ის, რომ გაფიცვით ჩვენ მოვიპოვეთ 30-მდე მანქანა, თუმცა როდესაც არის გადაუდებელი შემთხვევა, იქ სოციალური მუშაკი რითი უნდა წავიდეს? უნდა წავიდეს მანქანით, შეუძლია მას მეტროს დაელოდოს, არ შეუძლია, გამოდის რომ ეს 30 მანქანა გადაუდებელ შემთხვევებსაც არ ეყოფა“, - აღნიშნა ქეთევან ხუციშვილმა.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics