|
2019-03-29 13:24:49, 1615 ნახვა
კომენტარი
ზარდიაშვილი: ბესელიას დღის წესრიგშია, პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს - მისთვის პასუხის გაცემა უკვე არარელევანტურია
„ეკა ბესელიას დღის წესრიგშია, რომ არა საქმით და საქმეზე იყოს ორიენტირებული, არამედ პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს, შესაბამისად, მე მასზე განცხადებების გაკეთებას აღარ ვაპირებ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქმიანი გარემო ჭორაობაზე გადავიდა, საზოგადოებას კი, ამისთვის დრო არ აქვს. „ქვეყანაში პოზიტიური ფონი არ არის და არ ვაპირებ, ეკა ბესელიას დღის წესრიგს ავყვე და საზოგადება კიდევ უფრო გადავღალო მასზე სერიებით. ეკა ბესელიასთვის პასუხის გაცემა არარელევანტურია და დამატებით კომენტარებს აღარ საჭიროებს. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ეს არის ამორალური ქმედება. ეს ჩვენი გუნდისთვის მიუღებელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რაც შეიძლება, მალე გამოიძიონ და საზოგადოებას კითხვებს პასუხები გაეცეს. ბესელიას მიზანს წარმოადგენს, რომ დღის წესრიგში ყოველდღე იყოს, თუმცა ქვეყანაში სხვა უამრავი საკითხია. ათობით კანონპროექტს ვიხილავთ, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ბესელიაზე პასუხების გაცემას აღარ ვაპირებ, რადგან შემდგომი ორი წელი მუდმივად იქნება მსგავსი პროვოკაციები. საქმიანი გარემო ჭორაობაზე გადავიდა, საზოგადოებას კი, ამისთვის დრო არ აქვს. საზოგადოებას ამ პროცესის ყურებისთვის ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)