|
2019-03-28 19:27:09, 1221 ნახვა
საზოგადოება
„საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე“ - კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდება
საქართველოში, ყოველწლიურად, 29 მარტს თამბაქოს საწინააღმდეგო დღე „საქართველოთამბაქოსგარეშე“ აღინიშნება, რომლის მიზანია თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობასა და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლება. ღონისძიება 11:00 საათზე სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (მის.: თელავის ქუჩა #20) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა პრიორიტეტულითემა ეძღვნება. წელს ამ დღესთან დაკავშირებით, საფუძველი ჩაეყრება ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას „საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე“. მოძრაობას, რომელსაც მრავალი ცნობილი ადამიანი უერთდება, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებსჯანსაღი მომავლისთვის და თავადაც შემოუერთდეს კამპანიას. ცნობისთვის, კანონდარღვევის ფაქტის დასაფიქსირებლად პირს შეუძლიამიმართოს 112-ს, კიდევ უფრო მარტივია გამოიყენოს მობილური აპლიკაცია, რომელსაც აქვს როგორც ზარის განხორციელების,ისე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში,ის უკავშირდებაოპერატორს ცოცხალი მიმოწერის რეჟიმში (live chat). მაგრამ თუ სურს,დარჩეს ანონიმური, ამის შესახებ აცნობებს ოპერატორს. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, 112-ის და დაავადებათა კონტროლისადა საზოგადოებრივიჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისხელმძღვანელები. ასევე, თამბაქოსკონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისოდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მხარდამჭერები. თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ამავდროულად პრევენცირებადი პრობლემაა. თამბაქოსგლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს,მათ შორის 890,000 არამწეველია და იღუპება მეორადი კვამლის (პასიური მოწევის) გავლენის გამო. თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ საქართველოშიპირდაპირი ჯანდაცვის დანახარჯები და არაპირდაპირი დანახარჯები (ნაადრევისიკვდილი და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) 824.9 მილიონილარია, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს. თამბაქოს კონტროლის ოთხი(თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა, საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა,თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა, თამბაქოსპროდუქტის შეფუთვა და მარკირება) პრიორიტეტული მუხლის აღსრულებისშემთხვევაში 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიანეკონომიკურ ხარჯებს 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს; თამბაქოს კონტროლშიჩადებული ყოველი 1 ლარით უკუინვესტიციის სახით ქვეყანა მიიღებს 161 ლარს 5წლის და 357 ლარს 15 წლის განმავლობაში. 2017 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლისსაკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (კანონები თამბაქოს კონტროლის შესახებ,რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მოგებიანითამაშობების მოწყობის შესახებ; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი),რითიც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან დამისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლისკუთხით. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ 2018 წლის 1-ლი მაისიდან დღემდე კანონის აღსრულება საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს. აღსრულების დონე სამასპინძლო ბიზნესში 96%-ია.
(NS)
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)