18:33 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 18:50:09, 1190 ნახვა

საზოგადოება
სატრანსპორტო კომპანია - ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ არსებული ხიდი საფრთხეს არ წარმოადგენს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ არსებული ხიდის მდგომარეობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ხიდი მოქალაქეების გადაადგილებას საფრთხეს უქმნის სიმართლეს არ შეესაბამება. კერძოდ კი, კომპანიაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ ხიდი მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ ხიდს 2019 წელს ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ. ექსპერტიზის შედეგები უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი, ამ ეტაპზე კი, პირველადი მონაცემებით დადგენილია, რომ აღნიშნული ხიდი მგზავრთა გადაყვანისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას უახლოეს დღეებში ექნება საშუალება გაასაჯაროოს აღნიშნული დასკვნა, მას შემდეგ რაც სამხარაულის ეროვნული ბიურო ოფიციალურად მოგვაწვდის აღნიშნულ დოკუმენტს.

აღსანიშნავია, რომ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" იწყებს დაზიანებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაციას, ხოლო თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური - სანიაღვრე ქსელის მოწყობას, რათა ხიდის ბურჟები მომავალში არ დააზიანოს გრუნტის წყლებმა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს საინფორმაციო სააგენტოებს, რომ ისეთ სპეციფიურ თემაზე მუშაობისას, როგორიც არის მუნიციპალური ტრანსპორტის უსაფრთხოება, ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმოს სატრანსპორტო კომპანიასთან ან თბილისის მერიასთან, ვინაიდან მსგავსი დეზინფორმაცია მოსახლეობაში პანიკას იწვევს", - ნათქვამია განცხადებაში. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics