00:18 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 15:26:59, 1463 ნახვა

რეგიონი
​ბათუმში საერთაშორისო სტანდარტის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ხორციელდება

საქართველოს პრემიერ მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები მოინახულეს.

სპორტული კომპლექსი, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია, 6 აპრილიდან ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 47 ქვეყნის 600 -მდე ძალოსანი მიიღებს და პირდაპირი  ტრანსლაცია Eurosport-ის მიერ სამოცამდე ქვეყანაში განხორციელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყანაში მსგავსი სპორტული კომპლექსების მშენებლობა, რომლებსაც შეუძლიათ უმასპინძლონ მსოფლიო მასშტაბის ჩემპიონატებს - ,, საქართველო არის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონების სამშობლო, არამედ არის ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო ტურნირების ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მაღალი სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქს საშუალებას აძლევს უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატებს, ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას.

ასევე, პრემიერ მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეორე სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ კომპლექსში ამ ეტაპისთვის ხორციელდება შიდა სამუშაოები.   უკვე დამონტაჟდა ლითონის კონსტრუქციები და მიმდინარეობს შენობის გადახურვა.

თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი 3400 მაყურებელზე იქნება გათვლილი. შენობაში სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები განთავსდება. გარდა ძირითადი ფუნქციონალური დარბაზებისა, გამოიყოფა ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, VIP ზონა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილები. შენობას ექნება  ღია ავტოსადგომი. კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

პროექტის მიზანია რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სამუშაოებზე დაახლოებით 300 ადამიანია დასაქმებული.  სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics