00:57 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 15:14:55, 1442 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე წულუკიანზე: ჩემი მართვის სტილი არ არის ის, რომ ვინმემ ულტიმატუმი დააყენოს მინისტრთა კაბინეტში

"ჩემი მართვის სტილი არ არის ის, რომ ვინმემ ულტიმატუმი დააყენოს მინისტრთა კაბინეტში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შესაძლო წასვლასთან და ულტიმატუმთან დაკავშირებით განაცხადა. 

პრემიერის მტკიცებით, მთავრობის სხდომებზე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა სისტემატიურად მიდის, რაც აზრთასხვადასხვაობას იწვევს, თუმცა ბახტაძე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. 

„ჩვენ შევედით იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ძალიან კომპლექსურ რეფორმებს და ბუნებრივია, მსჯელობა ამ საკითხების შესახებ, მათ შორის მსჯელობა ინტენსიური, რომელიც გულისმხობს აზრთა სხვადასხვაობას, არის ყოველდღიური პროცესი. მე გავაკეთე განმარტება ამის შესახებ. თქვენ თუ გაქვთ ილუზია, რომ რომელიმე სამინისტრო რაღაც კანონპროექტს შეიმუშავებს და ის ავტომატურ რეჟიმში გამოდის მთავრობის სხდომაზე და განხილვები არ ხდება, ეს არის ილუზია. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ნებისმიერი საკითხის დეტალური განხილვა. არსებობს აზრთა სხვადასხვაობები და ჩემი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, რომ მოხდეს საუკეთესო ვარიანტზე შეჯერება და მე ამას ყოველთვის უზრუნველვყოფ. კიდევ დამატებითი პოლიტიკური იმპულსის მიცემა ასეთ თემებზე, უბრალოდ არ შეესაბამება ჩვენი საქმიანობის შინაარსს. მომავალში კიდევ უფრო მეტი განხილვები მოგვიწევს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics