18:33 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 13:22:48, 1274 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ისინი, ვინც ტაქსის რეფორმას აპროტესტებენ, გამოყონ 5-10 კაციანი ჯგუფი და შევხვდებით

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მომხმარებელს დადგენილ ვიზუალურ სტანდარტში მოქცეული, ახლადშეღებილი ტაქსები აჩვენა და ტაქსის რეფორმის მოწინააღმდეგე ჯგუფთან შეხვედრის მზაობაც გამოთქვა.

„ეს მიმართულება მოწესრიგებული უნდა იყოს როგორც ამ სერვისით მოსარგებლე, ასევე,  სერვისის გამწევი  ადამიანებისთვის. გუშინ იყო აქცია, სადაც გამოვიდა ადამიანების ჯგუფი, ტაქსის  მძღოლები და ისინი აპროტესტებდნენ ამ რეფორმას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვხატეთ ამ ადამიანებთან შეხვედრის მზადყოფნა და დღესაც გვაქვს  ეს მზაობა. მათ შეუძლიათ გამოყონ 5- 10-კაციანი ჯგუფი, ვისაც ენდობიან. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს შევხვდეთ და ნებისმიერ კითხვას გავცეთ კომპეტენტური  პასუხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რამდენჯერმე მოუწია ახსნა-განმარტება, თუ რა სარგებელს მიიღებენ ტაქსის მძღოლები ამ რეფორმის შედეგად.

„საშემოსავლოსგან მთლიანად გათავისუფლებულები იქნებიან, არანაირ გადასახადს არ გადაიხდიან. მათთვის ქალაქის მასშტაბით გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები, რომელსაც ჩვენ კიდევ  დავამატებთ საპარკინგე ადგილებს მომავალში. მათ უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობლები, რომლის დიზაინიც გუშინ წარმოვადგინეთ, ასევე, ქიმწმენდისა  და გადაღებვის ვაუჩერები. დღევანდელი მდგომარეობით 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული და მიმდინარეობს გადაღებვის სამუშაოები. გარდა ამისა, მძღოლებს ექნებათ საშუალება, შემოსავალი მიიღონ რეკლამის განთავსებით. მათ უჩნდებათ დამატებითი შემოსავალი, რაც მათივე ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ კი, დედაქალაქის  მოსახლეობა, ამ რეფორმის შედეგად, გამართული სერვისით ისარგებლებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში დააზუსტა, ვიზუალურ სტანდარტში მოქცევის ვალდებულება ექნება A კატეგორიის ტაქსებს, ხოლო B კატეგორიის ტაქსებს მსგავსი ვალდებულება არ ექნებათ და საქმიანობის გაგრძელება შეეძლებათ ტაქსის გამოძახების პრინციპით მომუშავე სისტემაში ჩართვით.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics