|
2015-06-23 10:02:25, 634 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტზე მსჯელობს
ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას და ამის მიხედვით უნდა განვვითარდეთ, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის საბოლოო ვარიანტს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. ბიუჯეტი, მიმდინარე ხარჯების მიმართულებით, დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება, თუმცა ეს კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს არ შეეხება. თანხის დიდი ნაწილი მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის. „ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალურია და შეიძლება ითქვას, რომ მანამდეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს. რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ გააკეთა ბიუჯეტის კორექტირება და ეს, რა თქმა უნდა, არის გამომდინარე იქიდან, რომ მთელს რეგიონში, უკრაინაში, რუსეთში არის ძალიან სერიოზული კრიზისი, რთული ვითარებაა“, - განაცხდა პრემიერ-მინისტრმა. ასევე, დამატებითი სახსრები გამოეყოფა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისსა და მის შემოგარენში, სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის. მთავრობის მეთაურმა დღევანდელ სხდომაზე, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში აქტიურობისთვის, სამინისტროებსა და თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)