|
2019-03-28 10:52:40, 1364 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს
„საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების ჩატარება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსის და ალინასთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. „სწორედ ასეთ დროს ნატოს გენერალური მდივნის, ბატონი სტოლტენბერგის სტუმრობა საქართველოში საქართველოსადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მტკიცედ გვჯერა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. საქართველო სრულად აცნობიერებს თანამედროვე უსაფრთხოების გარემოს და, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მოგეხსენებათ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) უნიკალური ინიციატივების ერთობლიობაა, რომლის წარმატებულად განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას და ალიანსის წევრობისთვის მომზადებას. სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში წლევანდელი სწავლების ჩატარება ნიშნავს უფრო მეტ საქართველოს ნატოში და უფრო მეტ ნატოს საქართველოში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს პარტნიორი არაწევრი ქვეყანა - საქართველო ატარებს ამ სწავლებას. საქართველოში მრავალეროვანი სწავლების ჩატარება, რომელშიც 24 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების პროცესში. ეს არის ნატოს პირველი მრავალეროვანი სწავლება, რომელსაც თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობს საქართველო. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ნდობისა და აღიარებისათვის. ის, რომ მრავალეროვანი სწავლება ჩვენს ქვეყანაში ტარდება, საქართველოსთვის ნიშნავს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, შეკავების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდას“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებები კარგი საშუალებაა როგორც საქართველოს, ისე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისთვის სხვადასხვა სცენარის დროს ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედების დახვეწისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ ეფექტიანობას. „ეს ფორმატი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენმა სამხედროებმა, მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, ნატოს პროცედურების შესაბამისად, კიდევ უფრო აიმაღლონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები. საქართველო, რომელიც ყოველთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიისწრაფვის და წლების განმავლობაში მონაწილეობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატოს ძალისხმევაში, უსაფრთხოების მომხმარებლიდან დღეს უკვე უსაფრთხოების მიმწოდებელ სახელმწიფოდ გარდაიქმნა. ჩვენი ქვეყანა ერთგულია თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების საერთო ღირებულებებისადმი, რომელთა საფუძველზეც ნატო შეიქმნა. საქართველომ ეს ყოველივე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით დაამტკიცა. ამიტომაც საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს. გმადლობთ ყურადღებისთვის, და გამოვთქვამ რწმენას, რომ წლევანდელი სწავლებაც მაღალ დონეზე ჩატარდება და სარგებელს მოუტანს მის ყველა მონაწილეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)