00:14 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 18:37:41, 1883 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ნახევარი მილიარდი ლარის ევროპული ინვესტიცია ხორციელდება

აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის ევროპული ინვესტიცია ხორციელდება. დღეს ქობულეთში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა ქობულეთში ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.

პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ პროექტი აჭარას და საქართველოს გადააქცევს მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად და ხაზი გაუსვა აჭარის მთავრობის წარმომადგენლების როლს პროექტის განხორციელებაში. „ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც იქნება ნამდვილი მარგალიტი მთელი შავი ზღვის აუზში. რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სწორედ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს როგორც ლიდერი ქვეყანა ტურიზმში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აჭარა ახალ მიმზიდველობას იძენს. ,,პროექტის განხორციელება ქობულეთში ახალი შესაძლებლობებს შექმნის და უზრუნველყოფს ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობას. აჭარის ისტორიაში ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ სრულად ფინანსდება ევროპული კაპიტალით და ევროპული ინვესტიციით" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ტერიტორიაზე მშენებლობისას და შემდგომ ოპერირებისას დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები. ასევე აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში.

პროექტში ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრი, პარკირება 500 ავტომობილისთვის და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი. სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მართვა განხორციელდება საერთაშორისო ბრენდის მიერ.

,,გრინ რეზორტის" მშენებლობისას გამოყენებული იქნება ენერგო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. ტერიტორია აღჭურვილი იქნება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები და მზის ენერგიის პანელები.

 

 

(NS)









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics