17:50 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 15:37:39, 1151 ნახვა

საზოგადოება
კორეის მთავრობა, საქართველოს პარლამენტს, საბეჭდი მოწყობილობისთვის შესაბამის აპარატურას გადასცემს

კორეის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტს საბეჭდი მოწყობილობის-სტამბის შესაქმნელად, 50 ათასი აშშ-ის დოლარის შესაბამისი აპარატურა გადაეცემა. აღნიშნული ინფორმაცია კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კიმ სე ვუნგიმ პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას დღევანდელ შეხვედრაზე აცნობა.

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ კორეელ დიპლომატს და კორეის რესპუბლიკის მთავრობას მხარდაჭერისთვის და აღნიშნული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე პარლამენტში სტამბის განთავსების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ, აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც მოწმობს უკვე განხორციელებული აქტივობები, რომელთა შედეგების პრეზენტაცია, ცოტა ხნის წინ, რეგლამენტის მიღებიდან 100 დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა. მისივე განცხადებით, პარლამენტის გაზრდილი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი საბეჭდი მოწყობილობა შესაბამისი დოკუმენტების, ბუკლეტების, საცნობარო ინფორმაციის დაბეჭდვაში, მნიშვნელოვნად დაეხმარება.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, კორეის მთავრობა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში, პარლამენტის მიერ მიწოდებული სპეციფიკების საფუძველზე, სტამბის მოსაწყობ აპარატურას შეიძენს და საკანონმდებლო ორგანოს საჩუქრად გადასცემს, რომელიც სტამბისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსდება.

საქართველოს პარლამენტისთვის საბეჭდი მოწყობილობების აპარატურის გამოყოფა კორეის წარმომადგენლობასთან პარლამენტის აპარატის უფროსის მოლაპარაკებების და კორეაში პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები და შეხვედრები ქართველი და კორეელი დიპლომატების ორგანიზებით წარიმართა.

კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გამართულ შეხვედრას საელჩოს კულტურის ატაშე, ბიაუნ სეუნგვუ და პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, შოთა გოშაძე და პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დავით ჭურაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics