|
2019-03-27 15:01:53, 1097 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ სახალხო დამცველის 2018 წელს, გაცემული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წელს, გაცემული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა. რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სამინისტროში მიმდინარე სისტემური განახლების ფარგლებში, 2018-2019 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაზარდა იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, სადაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები. კერძოდ, სამედიცინო პუნქტი გაიხსნა დამატებით 10 იზოლატორში. დროებითი მოთავსების 29 მოქმედი იზოლატორიდან 17-ში სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს. დარჩენილ იზოლატორებში კი სამედიცინო პუნქტების გახსნა 2019 წელს იგეგმება. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოსათავსებელ პირთა მაქსიმალური რაოდენობა. თითოეული დაკავებული უზრუნველყოფილია მინიმუმ 4 კვ/მ ფართით. სამინისტრომ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა ჩხოროწყუს, წალკის, ახალქალაქის, მცხეთის, ფოთისა და სამტრედიის იზოლატორებში. ამჟამად, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის იზოლატორში, სადაც ასევე მოეწყობა სამედიცინო ოთახი. 2018 წელს ახალი იზოლატორების მშენებლობა დაიწყო თბილისსა და ბაკურიანში. რუსთავის იზოლატორში მოეწყო არასრულწლოვანზე მორგებული გარემო. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ პირებს მიეცათ კონფიდენციალური საჩივრით სარგებლობის და საკუთარი სახსრებით ცენტრის სასადილოში საკვების შეძენის უფლება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სახელმძღვანელო დოკუმენტი გამომძიებლებისთვის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების შესახებ, რომელიც პრაქტიკაში უკვე დაინერგა და გამომძიებლების მიერ აქტიურად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი 151 პირს წარედგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს 3-ჯერ აღემატება. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში დაინერგა ოჯახში ძალადობის რისკის შეფასებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც გადამზადება 10 000-მა პოლიციელმა გაიარა. რისკის შეფასების ინსტრუმენტი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციას უწყობს ხელს, ხოლო მონიტორინგის პროცესი რისკის შესაბამისი ინტენსივობით, მსხვერპლთან და მოძალადესთან კომუნიკაციას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გამკაცრდა კანონი როგორც ოჯახში ძალადობის, ისე განმეორებით ოჯახური დანაშაულისთვის და შემაკავებელი ორდერის პირველივე დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად განისაზღვრა. ასევე, გამკაცრდა პოლიტიკა ოჯახში მოძალადე სამართალდამცველების მიმართ - ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის ჩადენისთვის პოლიციელის მიმართ გამოცემული შემაკავებელი/დამცავი ორდერის საფუძველზე, გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, თითქმის 5-ჯერ შემცირდა ოჯახის წევრის მიერ ქალთა მკვლელობის მაჩვენებელი. ამათგან არც ერთი მკვლელობა არ ყოფილა ჩადენილი შემაკავებელი ორდერის მოქმედების განმავლობაში. 2018 წელს, გაორმაგდა როგორც გამოცემული შემაკავებელი ორდერების, ისე ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიებების რაოდენობა. მიმდინარე წელს დაინერგება ელექტრონული სამაჯურები, რომელიც ძალადობის პრევენციას კიდევ უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გაორმაგდა ბავშვთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერების გამოცემის რაოდენობა და სოციალური მომსახურების სააგენტოში ბავშვთა რეფერირების მაჩვენებელი. 2018 წელს, ბავშვთა დაცვის მიზნით გამოიცა 325 შემაკავებელი ორდერი, ხოლო სააგენტოში 500 ბავშვის რეფერირება განხორციელდა. სამინისტრომ თბილისში გამომძიებელთა სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებს გამოიძიებს. ასევე, შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. კოორდინატორები სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ემოციურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას განახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ამჟამად პარლამენტში იხილება. კანონპროექტის მიხედვით, მოძალადეთა კონტროლის მიზნით, სამინისტროში იქმნება სქესობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, მკაცრდება სასჯელი არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულისთვის (გაუპატიურებისთვის მათ შორის გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა) და სასამართლოს გადაწყვეტილებით მოძალადეებს ჩამოერთმევათ მთელი რიგი უფლებები, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება. შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე 112-ში შემოსულ შეტყობინებებთან, გამოცემული შემაკავებელ ორდერებთან და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების წარმოება. ხორციელდება აღნიშნული მონაცემების ანალიზი, შეტყობინების შემოსვლიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, პოლიციის აკადემიაში პოლიციის ათასობით თანამშრომელი გადამზადდა წამების და არაადამიანური მოპყრობის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი ძალადობის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების და სხვა საკითხებში.
(NS)
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)