17:52 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 11:05:15, 905 ნახვა

საზოგადოება
ავტობუსების ტენდერში მეორე პრეტენდენტის მიერ კომპანია BMC-ს ბრენდის ავტობუსები არის წარმოდგენილი

თბილისის ავტობუსების ტენდერში მეორე პრეტენდენტად განიხილება კომპანია შპს „ინტერავტო თრეიდინგი“, რომელიც ქალაქის მოსახლეობას კომპანია BMC-ის მიერ წარმოებულ ავტობუსებს სთავაზობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ მათ მიერ შეთავაზებულია ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლის ექსპლოატაციის პერიოდი გაცილებით მეტია ამ კლასის სხვა მწარმოებლებთან შედარებით. BMC-ის ავტობუსები გამოირჩევა როგორც გამძლეობით, ასევე ტევადობით და კომფორტით. BMC-ის ავტობუსებს თავისი სიმძლავრიდან, აგებულებიდან, საბურავების და დისკების ზომიდან გამომდინარე შეუძლია 20%-ით მეტი მგზავრის გადაყვანა, რითაც ფოკუსირდება მომხმარებლებისათვის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზებაზე. აღსანიშნავია, რომ BMC-ის ავტობუსები სრულ შესაბამისობაშია ჩვენს საგზაო რელიეფთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისი მთაგორიანი ქალაქია და ქალაქგარეთ კოჯრისა და წყნეთის მხარეს საკმაოდ დახრილი რელიეფია სერპანტინებით. შესაბამისად მსგავს რელიეფზე ეფექტური მოძრაობისათვის უფრო მეტი სიმძლავრეა საჭირო, ძრავის სასიცოცხლო ციკლის დაცვის და საწვავის მომხმარების გადაჭარბებისაგან თავიდან აცილების მიზნით. კომპანია „ინტერავტო თრეიდინგის“ სერვის პარტნიორი გახლავთ „თეგეტა მოტორსი“, რომელიც 24 წელია მუდმივად ინარჩუნებს საქართველოს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. მისი სერვის ცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებით და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.

BMC დაარსდა 1964 წელს ბრიტანულ კომპანია BRITISH MOTOR COMPANY-სთან თანამშრომლობით და აწარმოებს საქალაქო ავტობუსებს, სამხედრო ტექნიკას, სატვირთო და კომერციულ ავტომობილებს. მათ მიერ წარმოებული სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობს მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები.

BMC თურქეთის ერთ-ერთი ძირითადი კომერციული და სამხედრო ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიერ წარმოებულ ტრანსპორტს ქვეყნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 50%-ზე მეტი უჭირავს. BMC საავტომობილო წარმოებაში გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით და თანამედროვე საწარმოო დანადგარებით, ასევე პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, მაღალკვალიფიციური კადრებით და წარმოების მაღალი შესაძლებლობებით.

BMC-ის მიერ წარმოებული პროდუქცია შემუშავებულია უმაღლესი საინჟინრო შესაძლებლობებით და მოწინავე საწარმოო ტექნოლოგიებით, შესაბამისად გადის ყველა საექსპლოატაციო გამოცდას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. BMC თავის ავტობუსებში ძირითადად იყენებს ამერიკული კომპანია Cummins-ის და გერმანული კომპანია MAN-ის ძრავებს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია უზრუნველყოს მაღალი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემები, ექსპლოატაციის ხანგრძლივი პერიოდი, ეკონომიურობა და კომფორტული ინტერიერი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics