|
2019-03-27 09:38:00, 1028 ნახვა
საზოგადოება
მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა
მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავასთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, გვირაბი სარეაბილიტაციოა და აღნიშნული საკითხის მოგვარება 2018 წლის მთავრობის დადგენილებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა. „გვირაბი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და სარეაბილიტაციოა. 2018 წელს მთავრობის დადგენილებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა ამ გვირაბის სრული რეაბილიტაცია. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და უახლოეს მომავალში დაიწყებენ სამუშაოებს. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო არსებული გვირაბის მოწესრიგება. მძიმე მდგომარეობა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ნაგავი იყო, რომელიც კლდიდან ჩამოსული წყლებით ტალახდებოდა და ამის გამო ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დღესაც დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა. საპატრულო პოლიციასთან გვქონდა კომუნიკაცია, გვირაბი გადაიკეტა და ორივე მხარის დასუფთავება მიმდინარეობს”, - განაცხადა კახა კალაძემ. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას განცხადებით, გარდა იმისა, რომ გვირაბი გაიწმინდება და მოირეცხება, ასევე, გამოიცვლება დაზიანებული სანათებიც. „თბილსერვის ჯგუფმა“ გვირაბი გვიან ღამით, რამდენიმე საათით გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა.
(NS)
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)