07:52 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 17:34:09, 565 ნახვა

საზოგადოება
დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები აჭარაში მოღვაწე დამსაქმებლებს შეხვდნენ

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში, დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები აჭარაში მოღვაწე დამსაქმებლებს შეხვდნენ და სააგენტოს სიახლეები გააცნეს.

შეხვედრაზე თბილისში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სიახლეების შესახებ პრეზენტაცია სსიპ აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარი ბეზარაშვილმა წარმოადგინა. ძირითადი აქცენტი გადამზადების მიზნობრივ პროგრამაზე იქნა გაკეთებული, რომელსაც სააგენტო 2015 წელს ახორციელებს:

აჭარაში სამუშაო ძალაზე დამსაქმებელთა მოთხოვნის შესწავლის, დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების დადგენისა და კადრების მომზადება-გადამზადების სისტემის სრულყოფის მიზნით ,,შრომის ბაზრის კვლევა’’ ჩატარდა.

სწორედ აღნიშნულ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მომზადდა 2015 წლის მიზნობრივი პროგრამები: ,,სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადება’’ ბიუჯეტი - 52 000 ლარი;  ,,35 წლის და ზევით ასაკის მოქალაქეების პროფესიული გადამზადება’’ ბიუჯეტი-40 000 ლარი; ,,ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანთა პროფესიული გადამზადება’’ ბიუჯეტი - 8 000 ლარი;  ,,დასაქმების ხელშეწყობის მართვა’’ ბიუჯეტი – 390 000 ლარი.

სწავლება 15 ივნის დაიწყო და მას ტენდერში გამარჯვებული ქ. ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა’’ ახორციელებს. ბენეფიციარები სამთვიანი სასწავლო პროგრამით შემდეგ სპეციალობებში გადამზადდებიან: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, სასტუმრო საქმისმწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი და მძიმე ტექნიკის ოპერატორი. სწავლის განმავლობაში მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლები სასწავლებლის საერთო საცხოვრებლით ისარგებლებენ, ხოლო, ბათუმში და ხელვაჩაურში მცხოვრები პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics