|
2019-03-26 16:26:26, 924 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, განვითარება და შენება ერთგვარ დანაშაულად გამოიყვანონ
თბილისის მერი კახა კალაძე „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძემ სავაჭრო სივრცე დაათვალიერა, შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თბილისის მერის განცხადებით, ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, „აქსის თაუერსის“ პროექტი დედაქალაქში მაღალი სტანდარტებით, სწორად შენების მაგალითს წარმოადგენს და მასში, „თანაინვესტირების ფონდმა“ 100 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მსგავს პროექტებს, რომელიც ქალაქის სწორ განვითარებას ემსახურება, თბილისის მერიისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. „მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი განვითარებისთვის. „აქსის თაუერსი“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს - ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც საცხოვრებელი, საოფისე, სავაჭრო-გასართობი სივრცეები და ბიზნესცენტრი განთავსდება. წინა ხელისუფლების დროს, როდესაც „აქსისის“ აღნიშნული პროექტის განხორციელება იწყებოდა, მახსოვს სიუჟეტები და სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელშიც სამშენებლო ტერიტორიიდან მანქანებით გატანილი მიწის რაოდენობაზე სიამაყით გვიყვებოდნენ. მათი თქმით, ტერიტორიიდან გატანილი მიწით, ერთ რიგში ჩამწკრივების შემთხვევაში, თბილისიდან ბათუმამდე გზა დაიფარებოდა. ამით გვეტრაბახებოდნენ, თუმცა პროექტი მათივე ხელისუფლების პირობებში გაჩერდა და „თანაინვესტირების ფონდმა“ სწორედ დღეს მოქმედი ხელისუფლების პერიოდში, პროექტის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამაში ფონდმა 90 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული პროექტი ადრე, ძველი ხელისუფლების მიერ თანამედროვე სტანდარტებით მშენებლობისა და განვითარების სიმბოლოდ იყო წოდებული. დღეს კიდევ, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, აღნიშნულ პროექტს ჩირქი მოსცხონ, განვითარება და შენება კი ერთგვარ დანაშაულად გამოიყვანონ, რაც კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ. ჩვენ გვჭირდება მეტი მსგავსი პროექტი, პირველ რიგში, მაღალი ხარისხის დაცვით განხორციელებული პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის განხორციელებისას გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი“, - განაცხადა კახა კალაძემ. „აქსის თაუერსის“ სავაჭრო სივრცეში ფუნქციონირება უკვე დაიწყო ჰიპერმარკეტმა „აგროჰაბმა“, რომლის ძირითადი კონცეფცია მომხმარებლისთვის 100%-ით ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტების მიწოდებაა. „აქსის თაუერსი“ ხუთ დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს: 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანი“, ბიზნესცენტრი, გასართობი, საცხოვრებელი და კომერციული ფუნქციები. შენობაში ასევე, განთავსდება საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები. „აქსის თაუერსი“ 65 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. აქედან 50 000 კვ.მ კომერციულ და რეკრეაციულ სირცეებს ეთმობა. „აქსის თაუერსი“ საკუთარი „წითელი ხაზების“ ფარგლებში, 2500 კვ.მ ფართობზე კეთილმოაწყობს და განათავსებს სარეკრეაციო სირცეებს, საფეხმავლო ნაწილს, ქუჩას კაფე-ბარებით, სკვერს და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის არაერთ ადგილს. „აქსის თაუერსი“ ქართველი არქიტექტორების მიერ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნილ ქართულ პროექტს წარმოადგენს.
(NS)
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)