23:01 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 15:52:18, 1524 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი: პარლამენტი არ იწვის, ბესელია მძიმე ემოციურ ფონშია და ადამიანური დახმარება სჭირდება

პარლამენტი არ იწვის, ეკა ბესელია არის ძალიან მძიმე ემოციურ ფონში და მას ფაქტია, ადამიანური დახმარება სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბესელიას მძიმე ემოციური მდგომარეობა ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როდესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი აღარ იყო.

„მესმის ერთი ადამიანურად შეიძლება რთულად გააზრებადი იყოს მისთვის, ახლა რა მდგომარეობაშიც არის, თუმცა თვალი უნდა გაუსწოროს ამ რეალობას, ეს არის და ეს. ჩვენ კოლეგებს გვახსოვს მისი მძიმე ემოციური ფონი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი პოლიტსაბჭოდან გამოუშვეს და პოლიტ საბჭოს წევრი აღარ იყო, გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებიდან პოლიტიკაში, ეკა ბესელია, რომელიც იყო პოლიტსაბჭოში, აღარ აღმოჩნდა მისი ადგილი პოლიტ საბჭოში. ასე, რომ გადაავლეთ თვალი ისტორიას, დღეს რომ ამბობს ზოგიერთი ჩვენი წევრი, რომ თურმე რაღაცა მოსამართლეების თემა ყოფილა წასვლის მიზეზი და ა.შ. გადაავლეთ თვალი იმ პროცესებს, რა პროცესებიც მიმდინარეობდა, რატომ არ იყო პოლიტსაბჭოს წევრი და ა.შ. და შემდგომ მიხვალთ ლოგიკურ დასკვნამდე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics