|
2019-03-25 19:02:30, 1440 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ალიანსი არასდროს აღიარებს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების -აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას. იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს გაუსვა ხაზი. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსსა და ჩვენს ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები არა მხოლოდ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას, არამედ, უპირველესად საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებასა და უსაფრთხოებას ემსახურება. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ქართული მხარის შეფასებით, მიუხედავად მრავალი განსხვავებისა, ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის არსებობს კონსენსუსი ნატოში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და პროგრესის მდგრადობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება. იენს სტოლტენბერგმა დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და განაცხადა, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ეს არის მკაფიო გზავნილი ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან.
(NS)
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)