20:17 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 13:34:13, 1536 ნახვა

რეგიონი
„ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი იქნება

„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი,ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ზაურ დარგალი იქნება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზაურ დარგალი დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში.

„მარნეულში მე მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ზაურ დარგალის კანდიდატურა. ბატონი ზაური არის გამორჩეული ახალგაზრდა. იგი არის დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში. მას დღემდე უკავია ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა. ზაურს აქვს ქვემო ქართლში წარმატებული მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება, ის არის ნათელი სახე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილი. გვჯერა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობას ის ასეთივე წარმატებით გაუძღვება“,  – განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics