21:58 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 12:42:20, 1355 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ პარლამენტში სებ-ის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ იბარებს

 „ევროპული საქართველო“ პარლამენტში სებ-ის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ იბარებს - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით,საკომიტეტო მოსმენაზე საკითხი საბანკო რეგულაციებს შეეხება.

„ევროპული საქართველო კიდევ ერთხელ იბარებს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იმ მავნებლურ საბანკო რეგულაციებზე ანგარიშის მოსასმენად, რომელიც დააწესა ეროვნულმა ბანკმა და უკვე კარგად ჩანს ამ რეგულაციების შედეგი. კარგად ჩანს ათიათასობით ადამიანი, რომელიც დაზარალდა იმიტომ, რომ ვეღარ ახერხებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას, ვეღარ ახერხებს იპოთეკური სესხის აღებას და ბინის ყიდვას, უკვე დაზარალდა ბიზნესი და ჩვენ ვხედავთ შემცირებულ ბრუნვას და დახურულ მაღაზეიებს და უკვე დაზარალდა და გაიზარდა ქვეყანაში უმუშევრობის დონე. ამიტომ ამ მავნებლური რეგულაციების შედეგი და ეფექტი უკვე სახეზეა და მიგვაჩნია, რომ სრულიად გადაუდებლად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მოვიდეს პარლამენტში, ანგარიში ჩააბაროს და პასუხი გასცეს ჩვენს შეკითხვებს და ჩვენი მოთხოვნაა გადაისინჯოს ეს რეგულაციები და გაუქმდეს მორიგი მავნებლობა რომლითაც მთავრობამ გაურთულა ცხოვრება ჩვენს მოქალაქეებს. პირდაპირ დაარტყა იმ საშუალო ფენას რომელიც იღებდა კრედიტს და რომელზეც დგას საქართველოს მომავალი სიმყარე და კეთილდღეობა, დააზიანა ბიზნესი და გაზარდა უმუშევრობა. აი ეს არის მთავრობის და ბანკის რეგულაციების შედეგი და ამიტომ ვითხოვთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სასწრაფო წესით საკომიტეტო მოსმენაზე მობრძანდეს პარლამენტში და ჩაგვაბაროს ანგარიში“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics