21:58 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 12:29:53, 1297 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - მთავარი გზავნილი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო, რადგან ოკუპაციის ხაზთან ვითარება დამძიმდა

„ჩემი მთავარი გზავნილი დღეს იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

პრეზიდენტის ინფორმაციით, მან ნატო-ს გენერალურ მდივანს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო. ამასთან, ზურაბბიშვილის თქმით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე არ უსაუბრიათ. მანვე დასძინა, რომ საუბარი თავდაცვის თემებს შეეხო. 

„არჩევნები სულ არ ყოფილა. აქ იყო ღია კარის პოლიტიკა და ის მიდგომა, რაც არის ნატო-სი, რომ რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა იყოს ნატო-სთან. მაგრამ ჩემი მთავარი გზავნილი დღეს სწორედ იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. რამეთუ ძალიან დამძიმდა ოკუპაციის ხაზთან, რუსეთის ყველა ქმედებები - ეს იქნება მცოცავი საზღვარი სხვადასხვა ადგილებში, ეს იქნება გატაცებები თუ ეს იქნება ის მუქარები, რაც ისმოდა თუნდაც ბოლო პერიოდში, თუნდაც ნატო-ს წვრთნების შესახებ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ცვლილებაზეც ისაუბრა:

„ჩვენ არ ვიცვლით ჩვენს სამშვიდობო გზავნილებს. სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია. უნდა გააქტიურდეს ჟენევის ფორმატი, უნდა მიიღოს იმან პოლიტიკური დატვირთვა ან ჟენევაში ან სხვაგან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგში საქართველოში 24 მარტს ჩამოვიდა. დღეს სტოლტენბერგს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოფიციალურმა პირებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი აგრეთვე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება. სტოლტენბერგი საქართველოს დღეს დატოვებს. 

ამავე თემაზე : 

იენს სტოლტენბერგი: იმედი მაქვს, რომ მალე მოგესალმებით ნატო-ში

სტოლტენბერგი - მოგიწოდებთ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ნატო-ს წევრი გახდეთ

სტოლტენბერგი - როდესაც მზად ვიქნებით ნატო-ში საქართველოს მისაღებად, არც ერთ სხვა მხარეს არ ექნება ჩარევის უფლება

სტოლტენბერგი - საქართველოსთან ვმუშაობთ, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები დავძლიოთ

ნატო რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს

ბახტაძემ და სტოლტენბერგმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი განიხილეს

პრემიერი - ნატო-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება

პრემიერი - ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics