17:08 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-23 13:39:00, 1788 ნახვა

საზოგადოება
„ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე“ - აქცია სოფელ ფრეზეთში

"ერთად  ვიზრუნოთ  თქვენს  ჯანმრთელობაზე" - ამ  სლოგანით კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო  გასინჯვის აქცია დუშეთის რაიონის სოფელ ფრეზეთის მოსახლეობას ჩაუტარეს.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრი - დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები,  ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური  ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, ონკოლოგია, სხივური თერაპია,  გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია,  ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.           

აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები  აწარმოეს  ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის  მაღალპროფესიონალმა ექიმებმა. აქციაში მონაწილეობდნენ: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი,   გინეკოლოგი, უროლოგი,  თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი.

გაისინჯა 90 პაციენტი, მათ  ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური  გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტია ის, რომ ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა გასინჯული პაციენტები  უზრუნველყო საჭირო მედიკამენტებით.

კ. ერისთავის სახ.ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი –  საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და  ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან  დღემდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics