23:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-23 13:05:37, 1842 ნახვა

რეგიონი
ბრიტანელი ჟურნალისტები კურორტ გოდერძის სტუმრობდნენ

აჭარას სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სტუმრობდნენ. The Times-ის, National Geographic-ის, ასევე პოპულარული სამოგზაურო და სამთო ტურისტული ჟურნალების Snow-Forecast.com-ის, InTheSnow Magazine-ისა და Mpora-ს ჟურნალისტებმა სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ მოინახულეს. მედიატურის წარმომადგენლები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, მთის კურორტების მართვის სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სტუმრობდნენ. კურორტ გოდერძის გარდა სპორტულმა ჟურნალისტებმა გუდაური, სვანეთში ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტები დაათვალიერეს. წამყვან ბრიტანულ გამოცემებში საქართველოს მთის კურორტების შესახებ მომზადებული სტატიები და რეპორტაჟები ტურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

„კურორტი გოდერძი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული პროდუქტია აჭარისთვის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულებისთვის. ამ ეტაპზე კურორტზე 133 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია კურორტის განვითარებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ კურორტის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. ის ერთადერთი კურორტია, რომელიც განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით ვითარდება და მალე, ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სტანდარტების სამთო-სათხილამურო კურორტს, რომელიც ტურისტებს წლის ნებისმიერ დროს უმაპისნძლებს“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics