|
2019-03-23 10:25:18, 1315 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია, წერტილი!
ობიექტურად, რომ ეს თემა დაიხუროს - მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი!“ - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია პირველის პირდაპირ ეთერში ე.წ. წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, რომ არ ყოფილიყო „ფეიკ წერილი“ გიორგი გახარიას სახელი „ამ თემაში არ იქნებოდა“. „მე მქონდა ამაზე ჩემი პირველი რეაქცია აბსოლუტურად ღია, გარკვეულწილად ემოციური. რომლის გამეორება დღეს შემიძლია, თუმცა, ჯერჯერობით თავს შევიკავებ. რა მოტივი ჰქონდა ეს უნდა ჰკითხოთ მას - ეს ჩემთვისაც ჯერჯერობით გაუგებარია, თუმცა, ჩემი პოზიცია. მე მასზე ბევრად უფრო მეტი თმენის ვალდებულება მაქვს და მე ამ ვალდებულებას განვახორციელებ ბოლომდე - ეს ერთი; მეორე - რა თქმა უნდა, მე ბევრად უფრო მეტად თავისუფალი ვიქნებოდი, რომ არ ვიყო იმ პოზიციაზე რა პოზიციაზეც ვარ; მესამე - იმდენად არათანმიმდევრული განცხადებები მოჰყვა ამ ყველაფერს, ნაწილობრივ წინაც უძღვოდა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება ჩემი მხრიდან ამაზე ასეთი რეაქციის მიცემა. იმიტომ, რომ რამდენიმე რამ ითქვა, შემდგომ გადაითქვა. ობიექტურად, რომ ეს თემა დაიხუროს - მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი! ამის შემდგომ ყველა სახის საუბრები გაგრძელდება იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რა ქმედებები, ნაბიჯები ან რა სახის ლოგიკით იქნება განვითარებული“, - განაცხადა გიორგი გახარამ. კითხვაზე, იცრუა თუ არა ხაზარაძემ ამ წერილის შესახებ, გიორგი გახარიამ უპასუხა: „ეს მას კითხეთ“. „მამუკა ხაზარაძე არის ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და მე დღის განმავლობაში დიდი რაოდენობის მოქალაქეები მომმართავენ სხვადსხვა საქმეებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის კითხვაზე, აღიქვამს თუ არა იგი მოწინააღმდეგედ ხაზარაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა - „არა რა თმა უნდა არავის მოწინააღმდეგედ არ აღვიქვამ. თქვენ, რომ შეხედოთ მოვლენების განვითარებას ნახავთ, რომ საერთოდ მთელ ამ ისტორიასთან მე და ჩემს სტრუქტურას არანაირი კავშირი არ აქვს. საერთოდ შეხებაც არ მქონია. ამ ისტორიასთან, რომელიც დაიწყო და რომელსაც ერთ-ერთი ბიზნესჯგუფი თვლის, რომ რაღაც მის წინააღმდეგ ხდება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ იყო, რაღაც განცხადება გაკეთებული მაღალი ტრიბუნიდან, მერე იყო ნათქვამი შუამავალი, მერე იყო ნათქვამი რომ არ არის შუამავალი, მერე იყო ნათქვამი სადღაც გავაგზავნეთ, მერე იყო ნათქვამი, რომ ერთი პირობა ამ წერილიდან შევასრულე, მაგრამ ეს იყო შეცდომა, მერე იყო ნათქვამი, რომ დღესაც ასე მოვიქცეოდი - კიდევ ბევრი რაღაცა იყო ნათქვამი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)