21:59 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 18:43:54, 1291 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია: შავგულიძე სამართლიანად აკტიტიკებდა წინა მთავრობას - „ოცნება“ პრინციპებს ღალატობს

დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანების.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი პრინციპებს ყოველთვის ღალატობს.

„პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, ჩვენი და „თავისუფალი დემოკრატების“ საერთო ბლოკის შესახებ, ის აგრესია, რომელიც ამ განცხადებაში იყო მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არ ესიამოვნათ, რამდენად ეტკინათ, რამდენად ეშინია „ქართულ ოცნებას“ სწორედ ასეთი ტიპის გაერთიანებების, იმიტომ რომ მათი სტრატეგია არის დაქსასვა, შურისძიება, დახლეჩვა და მათ რა თქმა უნდა, ეშინიათ ყველანაირი გაერთიანებების. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ სწორედ ფასეულობებისა და პრინციპების შორის გაერთიანება არის ჩვენი და თავისუფალი დემოკრატების. ჩვენ რა გაკვეთილებიც გამოვიტანეთ წარსულიდან არის სწორედ ის გაკვეთილი, რომ შალვა შავგულიძე დიახაც სამართლიანად იდგა პრინციპების სადარაჯოზე, სამართლიანად აკრტიკებდა მაშინდელ ხელისუფლებას. სწორედ „ქართული ოცნება“ ამ პრინციპებს ყოველთვის ღალატობდა და არ იზიარებდა, იმიტომ რომ მათთვის მურუსიძე, რომელიც მონაწილე იყო ამ დანაშაულის, დღეს არის საჭირო, გამოსადექი ადამიანი და მათ არ იციან, რა არის ფასეულობები და პრინციპები, როდესაც მთელ სასამართლო სისტემას აფუძნებენ ასეთი ტიპის მოსამართლეებზე. ამიტომ პრინციპებზე და ფასეულობებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან დღეს არის წარმოუდგენელი უტიფრობა, როდესაც მათ დღეს უღალატეს ყველანაირ სამართლიანობის, კანონის უზენაესობის პრინციპს მურუსიძე-ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნის მცდელობით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics