|
2019-03-22 15:56:18, 1190 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - ოპონენტების ამოცანა არა პასუხების მოსმენა, არამედ იმის გაჟღერებაა, რომ აპოკალიფსი ახლოვდება
„ოპონენტებმა დღეს თავადვე თქვეს, რომ მათი ამოცანა არ არის პასუხების მოსმენა. მათ სურთ პოლიტიკური პოზიციების და იმის გაჟღერება, რომ აპოკალიფსი ახლოვდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ცდილობს, პოლიტიკური დღის წესრიგი წარსულზე იყოს ორიენტირებული. მისივე თქმით, მთავრობა ნებისმიერ ადამიანს მოუსმენს, ვისაც ქვეყანაში არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად კონკრეტული რეკომენდაციები ექნება. „თქვენ დიპლომატი ბრძანდებით და უნდა გესმოდეთ - მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო გამოცემები Global Finance 2019 წლის მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს აქვს რეგიონში ლიდერის პოზიცია და უსწრებს ევროპულ ქვეყნებს. ასევე მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის - „Numbeo"-ს თანახმად, თბილისი მსოფლიოში არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი. თბილისი 300-ზე მეტ ქალაქს შორის თბილისი მე-15 ადგილზეა. არავინ ამტკიცებს იმას, რომ პრობლემები არ არის, პრობლემები არის და მას აქვს სერიოზული ხასიათი. იმის მაგივრად, რომ დღეს ჩვენ მოვისმინოთ კრიტიკა, კონკრეტული პოზიციები, რა არის გასაკეთებელი, ჩვენ დავინახეთ პოლიტიკური პერფორმანსი. ჩვენ ვართ შედეგებზე ორიენტირებული მთავრობა. მე გპირდებით, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს კონკრეტული პოზიცია, რეკომენდაცია - მზად ვართ გავითვალისწინოთ მოვუსმინოთ და გავითვალისწინოთ ის რეალურ ცხოვრებაში. სიღარიბე ახსენეთ. პირადად მე არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველოს ჰყავს ორი მტერი ეს არის რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ სიღარიბეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად მივიჩნევთ და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ფოკუსირებულია იმაზე, რომ სიღარიბე დავძლიოთ. დავუბრუნდეთ საერთაშორისო რეიტინგებს. ბიზნესს თურმე საქართველოში ატერორებენ. ქალბატონო სალომე, თუ ეს ასეა, კითხვა მაქვს თქვენთან: თუ ეს ასეა, Doing business-ის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზე როგორ არის, თუ იმის განცდა გაქვთ, რომ მსოფლიო ბანკში ჩავაწყვეთ ეს. რამდენიმე კვირის წინ Fitch-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, ეს კარგია თუ ცუდი ბატონო გიგა? ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს წვდომა ექნებათ იაფ კრედიტზე. იმის მაგივრად, რომ არგუმენტებზე დაყრდნობით მსჯელობა მოვისმინოთ და ყველაზე მწვავე კრიტიკაც კი, დავინახეთ ის, რაც დავინახეთ. თუმცა მეც ისევე როგორც საზოგადოების დიდ ნაწილს ასეთი მოლოდინი ჰქონდა ყველაზე ნაკლებად მინდა დავინახო, ქვეყანა ცხოვრობდეს წარსულზე ორიენტირებული დღის წესრიგით. ჩვენ გვსურს, რომ დღის წესრიგი იყოს მომავალზე ორიენტირებული და ორიენტირებული იმაზე, როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და დავძლიოთ ის გამოწვევები, რომელზეც ვსაუბრობთ, მაგრამ თქვენ თქვენივე პოზიციით ცდილობთ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში იყოს წარსულზე ორიენტირებული. და ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)