2019-03-22 13:35:18, 1975 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან ახლოს სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ერთი შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა, საიდანაც მძარცველებმა დაახლოებით 600 ლარი წაიღეს. ხოლო სათამაშოების მეორე მაღაზია კი გამთენიისას გაქურდეს. ობიექტი ამ დრომდე დაკეტილია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ფოტო: ajaratv.ge
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან