21:02 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 11:51:02, 1144 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჟვანია: საარჩევნო დარღვევები ისე უნდა იქნეს გამოძიებული, რომ კითხვები არ დარჩეს

საარჩევნო დარღვევებზე მიმდინარე სამართლებრივი დავები ისე უნდა იქნას გამოძიებული, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს, - ამის შესახებ  ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა.

რაც შეეხებ ოპოზიციის იმ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, ცესკოს ხელისუფლების დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ, ჟვანიამ აღნიშნა, რომ „ეს იყო მხოლოდ ცარიელი სიტყვები და არც ერთ ნაწილში არ დადასტურდა ეს ბრალდება“.

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ყველა კითხვა რაც კი არის დასმული არჩევნებთან მიმართებაში და ყველა საკითხი, აუცილებლად უნდა იქნეს როგორც კითხვებზე პასუხი გაცემული ისე საქმეები ბოლომდე მიყვანილი და გამოძიებული, რომ არ დარჩეს იმის შეგრძნება,რომ ვთქვათ არის უდანაშაულო ადამიანებიც, მაგრამ დამნაშავეებიც, რომლებიც არ ისჯებიან, თუკი ასეთი დადასტურდა“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

დღეს, სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ კონფერენცია გაიმართება თემაზე: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“, რომელსაც გახსნიან საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული როს უილსონი. ასევე მომხსენებლებად მიწვეული არიან: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ირაკლე მექვაბიშვილი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.  საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ელჩი გერტ ჰაინრიხ არენსი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics