2019-03-22 11:01:46, 1057 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია
თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.
როგორც სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ტექნიკური მიზეზის გამო მეტროს ერთი შემდგენლობა შეჩერდა და მისი ჩიხში გადაყვანა გახდა საჭირო.
„შეფერხება გაგრძელდება 10-15 წუთი. საბურთალოს ხაზზი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,