16:22 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 10:03:38, 995 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის რაიონში რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა

კრწანისის რაიონში,  კერძოდ, ფონიჭალაში, მიმდინარე წელს  ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი  მოეწყობა.  ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ  ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა. როგორც კრწანისის რაიონის გამგებელმა მოქალაქე ნანა გასვიანის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, ფონიჭალა 3-ში,  მე-11 კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე სისტემის სრულად მოწესრიგებისა და წლების განმავლობაში  არსებული დატბორვის პრობლემის მოხსნის შემდეგ, გამგეობა იქ სკვერის მოწყობას  გეგმავს.

„იმის გამო რომ აღნიშული ტერიტორია იტბორებოდა, ამ ეტაპზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რომელსაც მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. ამით წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადავჭერით.  ახლა კი იქ  უკვე შეგვიძლია მოვაწყოთ რეკრეაციული სივრცე. აღიშნული პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს მოეწყობა დენდროლოგიური სკვერი. 2018 წელს, ფონიჭალაში მოვაწყვეთ ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი.  მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო ფეხბურთისა და კალთბურთის სტადიონები.   ამ ეტაპზე  მზადდება რაგბის სტადიონის  პროექტი, რომლის მიხედვითაც  მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონი. ამდენად,  ფონიჭალის მოსახლეობას ექნება ვრცელი რეკრეაციული სივრცე სამი სტადიონითა და სკვერით“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

კრწანისის რაიონის გამგებელმა, ასევე,  კალისტრატე ცინცაძის ქუჩაზე გზის პრობლემურ მდგომარეობასთან დაკავშირებით  მოქალაქე ავთო ელისაშვილის  მიერ დასმულ  კითხვას უპასუხა და განმარტა, რომ გზის საფარის აღდგენის სამუშაოები იქ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებისთანავე,  უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ კალისტრატე ცინცაძის ქუჩა პრობლემურია, პირველი ეტაპის სამუშაოები ჩვენ იქ გასულ წელს  ჩავატარეთ.  მაგრამ რადგან  აღნიშნულ ქუჩაზე გამოსაცვლელი იყო მიწისქვეშა ქსელები, მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  დაასრულებს მიმდინარე სამუშაოებს.  არსებობს პროექტი და როგორც კი გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია, გზის საფარის აღდგენა დაიწყება“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics