11:01 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 09:45:31, 1127 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება

ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება და  იქ დღეისათვის არსებული საცობების პრობლემაც მოწესრიგდება, -  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქე მარინა მესხის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც  სოციალური ქსელის მეშვეობით გამართული ვიდეოდიალოგის დროს კახა კალაძემ აღნიშნა, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე  არსებული საცობების პრობლემა იქ მიმდინარე პანდუსის სამშენებლო სამუშაოებით არის გამოწვეული.

„თბილისის მერია ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს არის ვაშლიჯვრიდან გადმოსასვლელი პანდუსის მშენებლობა,  რომლის დასრულების შემდეგ, გზის ეს მონაკვეთი საცობებისგან განიტვირთება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

კახა კალაძე დედაქალაქის მერიის იმ ახალ საგზაო პროექტსაც შეეხო, რომელიც ვაშლიჯვრის გზას „112“-ის ოფისიდან გელოვანის გამზირთან დააკავშირებს. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული მასშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული  პროექტის განხორციელებას მერია უახლოეს დღეებში დაიწყებს.

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics