11:01 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 19:00:09, 1282 ნახვა

საზოგადოება
„სესიაშვილთან გარიგება რწმენაზე უარის თქმაა“ - ბიბლიური თავისუფლება კონფესიებს მიმართავს

ბიბლიური თავისუფლების ინფორმაციით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სხვადასხვა კონფესიების ლიდერებს კულუარულად ელაპარაკება.

"სესიაშვილი ცდილობს მათ დათანხმებას კანონმდებლობის ისეთ მოდელზე, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების პროვილეგიით ისარგებლებს ყველა კონფესია, გარდა ბიბლიური თავისუფლებისა. ჩვენ არ გვჯერა, რომ რომელიმე რელიგიის წარმომადგენელი, რომელსაც პრეტენზია აქვს რწმენაზე, და რომელიც ისედაც ჩაგრულ მდგომარეობაში არსებობს დღევანდელ საქართველოში, შეიძლება შევიდეს ასეთ გარიგებაში სახელმწიფოსთან; თავს ნუ მოიტყუებს ნურცერთი კონფესია, რომ ამ ინიციატივის უკან დგას სესიაშვილი. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ კანონპროექტის სულისჩამდგმელი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო - მათი დისკრიმინაციული ყოფის მთავარი შემოქმედი. შესაბამისად, სესიაშვილთან ასეთ გარიგებაში შესვლა, პირდაპირ ნიშნავს საპატრიარქოს ფეხქვეშ გაგებას და რწმენაზე უარის თქმას. ამავე დროს, თუ ასეთი გარიგების ფაქტს ექნება ადგილი, ნებისმიერი რელიგიური ლიდერის მხრიდან ასეთ შეთანხმებაში შესვლა ჩვენი მხრიდან აღქმული იქნება როგორც მიუტევებელი ცოდვა. და პასუხიც იქნება შესაბამისი", - ნათქვამია მიმართვაში. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics