06:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 13:25:23, 312 ნახვა

საზოგადოება
თინა ხიდაშელი ვაზიანში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მასპინძლობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მასპინძლობს.

შეხვედრას საერთაშორისო, განათლების, ფსიქოლოგია-რეაბილიტაციისა და გამჭვირვალობა-კარგი მმართველობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. მინისტრთან ერთად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - დავით ებრალიძე და ბესიკ ლოლაძე, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.

თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის, განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების შესახებ ანგარიშს აბარებენ.

თინათინ ხიდაშელი სტუმრებს თავდაცვის უწყებაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საერთაშორისო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის შესახებ, თავდაცვის უწყების მიერ მისიებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე, ასევე მათ ოჯახებზე ზრუნვის პროგრამების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება საზოგადოებაში ჯარის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ აქტივობებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს „ჯარისკაცის ულუფაზე“ IV მექანიზირებული ბრიგადის სასადილოში უმასპინძლებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics