21:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 15:20:37, 1071 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი ოპოზიციას - როგორ შეიძლება ადეიშვილის ჩრდილში ვიყო, როცა მან ქვეყნიდან „მოცოცხა“, ცოცხი ხომ თქვენი სიმბოლოა

 „ბატონი მიჰა“ ვერ ჩამოდის ქვეყანაში, რომელიც თქვენივე პარტიის რეზოლუციით თქვით, რომ დაველოდებით და არ შევავსებთ ამ ვაკანსიასო, ახლა ხომ ავსებთ პარტიის თავმჯდომარის ვაკანსიას, რა საქციელია ეს? მეც მაქვს შეკითხვა თქვენს შიდა პარტიულ საკითხებზე“, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ოპოზიცია ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოტყუებასაც ცდილობს.

„რაკი თქვენ ჩვენს პარტიაში ხელებს აფათურებთ, ვინ წავიდა, ვინ წამოვიდა, ვინ ვის რა უთხრა, ეს არის თქვენი გარჩევის  მიზანი. მე ეს არასდროს არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა მინდა ვთქვა, დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია, სახეზეა ხალხი, მაგალითად აქ გამობრძანდა აქ ბატონი კახიძე და თქვა, რომ თურმე მე შეიძლება ვგრძნობდე „ადეიშვილის ჩრდილს“, შეიძლება მე ვგრძნობდე კაცის ჩრდილს, რომელმაც 2 ოქტომბერს, დილით „მოცოცხა“ ქვეყნიდან. ცოცხი არის თქვენი სიმბოლო, როგორ შეიძლება მე მის ჩრდილში ვგრძნობდე თავს, კაცი, რომელიც ტერორით იყო დაკავებული, რომელმაც იუსტიციის სამინისტროს დაუკარგა ფუნქცია, ეს ფუნქცია მე დავუბრუნე იუსტიციის სამინისტროს. რომელიც ბიზნესს კი არ ატერორებს, კანონებს წერს. როგორ შეიძლება მე იმ კაცის ჩრდილში ვგრძნობდე თავს, რომელიც ხან რომელი უნგრული ბუჩქის ძირში იმალება და ხან რომელი ბუჩქის ძირში. მე მაინტერესებს ოთარ კახიძის წარუმატებლობების სიაში, რომლებიც ჩემი წარუმატებლობებია თურმე, რატომ არ წერია, რომ „ბატონი მიჰა“ ვერ ჩამოდის ქვეყანაში, რომელიც თქვენივე პარტიის რეზოლუციით თქვით, რომ დაველოდებით და არ შევავსებთ ამ ვაკანსიასო, ახლა ხომ ავსებთ პარტიის თავმჯდომარის ვაკანსიას, რა საქციელია ეს? მეც მაქვს შეკითხვა თქვენს შიდა პარტიულ საკითხებზე, რატომ ეძახით ადეიშვილს ჭკვიანს და ვანოს სულელს, იმიტომ ქვეყნიდან ვერ გაიქცა და დაჯდა. ამ  კაცს აუხსენით რომ არ ხართ მის წინაშე პირნათელები, ვანოა თუ ჰიტლერია, პატიმარი პატიმარია ქალბატონო თინა და მისი მოტყუება არ არის კაცური და ადამიანური. ბატონი ოთარი ვანოს ატყუებდა გიცავო. ბატონი ბოკერია ქადარაზე შემომჯდარი ქუთაისის პარლამენტში მეუბნებოდა რომ ვანო იულია ტიმოშენკოა და სტრასბურგი გაგაშვებინებს, იმიტომ რომ დავა წააგეო. ბატონ გიგას ვეუბნებოდი, რომ ნუ ატყუებთ პატიმარს, არ არის ვანო იულია და მას არ გაათავისუფლებს სტრასბურგი მეთქი, სად არის ვანო? გამოვიდა ვანო? რატომ ატყუებთ, თუ გამოვიდა და გამომეპარა? მოკლედ იმის თქმა მინდა ძვირფასო ოპოზიციონერებო რომ, როდესაც მე აქ მიბარებთ, მოვალ ყოველთვის გავცემ შეკითხვებს“, - მიმართა წულუკიანმა ოპოზიციას.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics