2015-06-22 13:09:44, 342 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა მტკვრიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს
ზაჰესთან,მდინარე მტკვრიდან მაშველებმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაცის მართვის სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფების მობილიზება დროულად მოხდა.
„ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, რომ ორ მოქალაქეს ესაჭიროებოდა დახმარება. სამაშველო ჯგუფების დროული მობილიზება მოხდა ადგილზე. ასევე, მყვინთავებიც იყვნენ მობილიზებულები. ორი ახალგაზრდა მამაკაცი ნავით გამოიყვანეს მტკვრიდან“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მმართვის სააგენტოში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან