|
2019-03-21 15:00:59, 1100 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ნიკო კეცხოველის პრემიის სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსის საფინალო ღონისძიება გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ ნიკო კეცხოველის პრემიის სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსის საფინალო ღონისძიება გახსნეს. სასკოლო პრემიის 2018-19 წლის კონკურსის მთავარი თემა მდგრადი განვითარების მიზნები იყო და მასში ქვეყნის მასშტაბით 500–მდე სკოლა მონაწილეობდა. „ბედნიერებაა ამდენ საოცრად მოტივირებულ და განათლებულ ახალგაზრდებთან შეხვედრა; ახალგაზრდებთან, რომლებმაც მთელი წლის მანძილზე ძალიან ბევრი იშრომეს საკუთარ თემში მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებისთვის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციისათვის. თუ დღეს თქვენს ირგვლივ მყოფმა საზოგადოებამ უფრო მეტი იცის მდგრად განვითარებაზე, უფრო მეტად უფრთხილდება გარემოს, ყურადღებას ამახვილებს სოციალურ საკითხებზე, სწორედ, ამ ახალგაზრდების დამსახურებაა. დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი ჯილდო და სტატუსი ვერ შეედრება იმის გააზრებით მიღებულ სიამოვნებას, რომ რამდენი სასიკეთო საქმის გაკეთება შესძელით საკუთარი თემისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის, რადგან ქვეყანაზე ზრუნვა სწორედ, საკუთარ სოფელსა და თემზე ზრუნვით იწყება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოვლენილი რჩეული პედაგოგიც დააჯილდოვეს. ლევან დავითაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის სკოლის პედაგოგს, თეა ტალახაძეს „მწვანე ჯილდო 2019“ გადასცა. გამარჯვებული სკოლები I, II და III ხარისხის ჯილდოებს გადაინაწილებენ და მათ სახელმწიფო, საერთაშორისო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური საქართველოს 32 სკოლის გუნდიდან შეარჩევს. ფინალისტი სკოლები საზოგადოებას იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს წარუდგენენ, რომლებსაც, მთელი წლის განმავლობაში, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს დიდ ქალაქებში, თუ მთის პატარა სოფლებში ახორციელებდნენ. მასშტაბური სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ 2015 წლიდან ტარდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.
(NS)
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)