21:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 13:12:07, 1241 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინამ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

უკრაინამ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. „შავ სიაში“, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ დაამტკიცა, მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგია, ე.წ. პარლამენტის წევრი ალმასხან არძინბა და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ოლეგ არშბა.

პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სანქციათა სიაში მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკოს თავმჯდომარე თამაზ გოგია, დე ფაქტო პარლამენტის წევრი ალმასჰან არძინბა და ე.წ. საგარეო უწყების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი ოლეგ არშბა.

რაც შეეხება ცხინვალს, პოროშენკოს შეზღუდვა შეეხო: დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს იგორ კოზაევს, ე.წ. ვიცე-სპიკერს რუსლან ტედეევს, ე.წ. დეპუტატებს ბახვა ტედეევს და იგორ ჩოჩიევს, ასევე დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწეს დავიდ გაზატის.

სანქციები უკავშირდება 2018 წლის 11 ნოემბერს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებისა და დეპუტატების არჩევნებს, რომელზეც ჩამოთვლილი პირები დამკვირვებლებად მიიღეს მონაწილეობა.

პოროშენკოს ბრძანების თანახმად, სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის აკრძალვას; უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას/გაუქმებას; ასევე უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრის სხვა ამკრძალავი ზომების გამოყენება.

სანქციათა სიაში ჯამში 294 იურიდიული და 848 ფიზიკური პირი მოხვდა, რომლებიც კავშირში არიან ქერჩის ხიდის მშენებლობასთან; დონბასში არჩევნების ჩატარებასთან; და ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics