21:35 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 12:23:58, 1398 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სეილსიაშვილი - წულუკიანმა მასტერკლასი ჩაატარა, ოპოზიცია პოლიტიკურად გააფარჩაკა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ თეა წულუკიანი მოწოდების სიმაღლეზე იყო და ყველა მნიშვნელოვან თემაზე ამომწურავი პასუხი გასცა.

"თეა წულუკიანის მიმართ არაერთხელ მოგვისმენია აბსურდული ბრალდებები. გუშინ თეა წულუკიანმა მასტერკლასი ჩაატარა, ოპოზიცია პოლიტიკურად გააფარჩაკა. მოწოდების სიმაღლეზე იყო და ყველა მნიშვნელოვან თემაზე ამომწურავი პასუხი გასცა. ერთ-ერთი წარმატებული მინისტრია და თავის ფუნქციებს ართმევს თავს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, თეა წულუკიანმა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მმართველი გუნდის წევრი ოპოზიციის იმ ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, იუსტიციის მინისტრი პრემიერმინისტრსა და ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს. სესიაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ არავინ არავის არ აშანტაჟებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics