21:02 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 12:01:54, 1097 ნახვა

პოლიტიკა
სამართლიანი არჩევნები - უნდა შემცირდეს თანამდებობის პირთა წრე, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შეუზღუდავი უფლება აქვს

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის მიზნით, „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია თანამდებობის პირთა წრე დავიწროვდეს, რომელთაც წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის შეუზღუდავი უფლება აქვთ,- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების" მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სამუშაო საათებში აგიტაციის აკრძალვა უნდა გავრცელდეს ა(ა)იპ-ებსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებსა და თანამშრომლებზე.

„საარჩევნო პროცესში საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათების განმავლობაში სოციალური ქსელებით უკანონო აგიტაციის პრობლემის და ამ პრობლემაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არაეფექტური რეაგირების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, გადაიხედოს საარჩევნო კოდექსში აგიტაციის განმარტება და დაზუსტდეს, რომ საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათების განმავლობაში სოციალური ქსელის პირადი გვერდების საშუალებით აგიტაცია კოდექსის დარღვევას წარმოადგენს",-აცხადებენ ორგანიზაციაში.

ასევე, ანგარიშისა და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საჩივრების განხილვის პროცესში არსებულ პრობლემებს. ორგანიზაციის პოზიციით, აუცილებელია, საარჩევნო კოდექსში გადაიხედოს საარჩევნო დავების მარეგულირებელი ნორმები და დაკონკრეტდეს ბუნდოვანი დებულებები.

"საარჩევნო დავების განხილვისას გადაწყვეტილების მიმღები კომისიები არ უნდა დაეყრდნონ მხოლოდ სავარაუდო დამრღვევის ახსნა-განმარტებებს, რაც სხვადასხვა დარღვევების გამართლებისთვის გამოიყენება. საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა შეწყვიტოს კანონის ვიწროდ განმარტების პრაქტიკა და განხილვისას იხელმძღვანელოს კანონის მიზნიდან გამომდინარე. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ მკაფიო რეაგირება უნდა მოახდინოს საარჩევნო კომისიის წევრთა ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებზე",- მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს 1030 აკრედიტირებული დამკვირვებლის მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics