|
2019-03-20 22:52:17, 1157 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - სასამართლო სისტემის რეფორმისას ახალი ველოსიპედის გამოგონება არავინ უნდა დაიწყოს
„სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომ აუცილებელია, აღმასრულებელი ხელისუფლება ერეოდეს სხვა შტოების საქმიანობაში, რაც მიუღებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქ-ლაივში” განაცხადა. მან სასამართლოს რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მგრძნობიარე საკითხია. „სასამართლო სისტემის რეფორმისას ახალი ველოსიპედის გამოგონება არავინ უნდა დაიწყოს; ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს განცდა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, არის პროგრესის გზაზე და ნებისმიერ მოქალაქეს უფლება ექნება, სასამართლო განხილვისას თავისი სამართალი იპოვოს, თუ მას ეს დასჭირდა. სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ეს არის ობიექტური რეალობა. სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომ აუცილებელია, აღმასრულებელი ხელისუფლება ერეოდეს ხელიუფლების სხვა შტოების საქმიანობაში, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მიჩნდება კითხვა, მაშინ რით განვსხვავდებით ჩვენ იმ რეჟიმისგან, რომელიც ყვეელაფერში ერეოდა - თვითონ ნიშნავდნენ, თვითონ ათავისუფლებდნენ, თვითონ ეუბნებოდნენ, როგორ დაესრულებინათ საქმეები სასამართლოში და ა.შ. მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ბუნებრივია, გარკვეულ პიროვნებებზე მაქვს ჩემი პერსონალური წარმოდგენა, შეიძლება ყველაზე მკვეთრიც, მაგრამ არ შეიძლება და არასწორი იქნება, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ამაში ჩავერიო. ეს არ არის ისეთი ტიპის სახელმწიფო, რომლის აშენებაც ჩვენ გვსურს. ჩვენ გადავედით საპარლამენტო დემოკრატიის მოდელზე და ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი სწორი მოდელი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ევროპულ ოჯახში შესასვლელად. ამას ყველამ უნდა ვცეთ პატივი, ყველას უნდა გვქონდეს მოსაზრება, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკას, ობიექტურ კრიტერიუმებსა და პროცედურებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები აქტიურად არიან ჩართული ამ საკანონმდებლო ინიციტივის განხილვაში და წარმოდგენილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)