20:02 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 21:34:52, 1261 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე - არასწორად ვაკეთებთ აქცენტს, არანაირი საქმე „თიბისის“ გარშემო არ არსებობს

ჩვენ არასწორად ვაკეთებთ აქცენტს, არანაირი საქმე „თი-ბი-სის" გარშემო არ არსებობს, „თი-ბი-სიმ" და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ეს საქმე და ეს პრობლემა ამოწურულია, - ამის შესაებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  გამოძიება მიმდინარეობს სულ სხვა ტრანზაქციაზე, სადაც ფიზიკური პირები შეიძლება მონაწილეობდნენ.

„ეს არის ძალიან იაფფასიანი მცდელობა ზოგიერთი მედიასაშუალებისგან, რომ მოხდეს დაკავშირება „თიბისის" სახელთან ამ ყველაფრის. „თიბისი ბანკი" არის ყველაზე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, მას ჰყავს ძლიერი ინსტიტუციური ინვესტორები და მას აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში და მის მდგრადობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას ვთხოვო, რომ ნუ ახდენთ ამ საქმეების ერთმანეთთან გადაჯაჭვას, ეს არ შეესაბამება რეალობას და მე ვფიქრობ, ეს არის მცდელობა, რომ გადაიფაროს რაღაც კონკრეტული ტრანზაქცია, შესაბამისი არასწორი სახელის დარქმევით ამ ყველაფერზე. როგორც ჩანს, მოქალაქეების ნაწილზე ამ საქმის ბანკის საქმეზე ხელოვნურად მიერთებამ რაღაცა გავლენა იქონია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გრძელდება არასწორი ინფორმაციის პროპაგანდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს და რეგიონს სჭირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქვეყანას ის აუცილებლად ექნება.

„სამწუხაროდ, გრძელდება არასწორი ინფორმაციის პროპაგანდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. ანაკლიის პორტის იდეა დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და ამავე დროს ის არის ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად. საქართველოს და რეგიონს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ეს ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ ვიყავით ამ იდეის ინიციატორები და ჩვენ ამ დროის განმავლობაში გვერდით ვედექით კონსორციუმს, რომ პროექტი რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ. ჩვენ ვმონაწილეობდით და ვაგრძელებთ მონაწილეობას ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებაში, რომელიც დაინტერესებულნი არიან, მოახდინოს კრედიტების მიცემა კონსორციუმზე, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს პროექტების რეალიზაცია. უფრო მეტიც - ჩვენი ძალიან აქტიური ჩართულობის შედეგად ევროკავშირმა ანაკლიის პროექტი შეიყვანა პრიორიტეტულ პროექტთა ნუსხაში და აქვე მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ევროპელ მეგობარს, რომელიც დაგვეხმარა ამ იდეის მხარდაჭერაში. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას მთავრობაში არ სურს ანაკლიის პროექტის განხორციელება არის იაფფასიანი სპეკულაცია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics